კახაბერ ქემოკლიძეს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2011-15 წლებში ის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა; 2015-18 წლებში კი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. 2018 წელს ის შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა, 2019 წელს კი - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად. 2021 წლის თებერვალში კახაბერ ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა, რომელიც იმავე თვეში დატოვა, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობიდან გადადგა და მისი ადგილი ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა. 2021 წლის ივნისში სწორედ გიორგი გახარიამ დააფუძნა პარტია “საქართველოსთვის”, რომლის პოლიტიკური მდივანიც გახლავთ კახაბერ ქემოკლიძე.
მეუღლე: მარიამ რობაქიძე
შვილი: ელისაბედ ქემოკლიძე
მფლობელი | აღწერა | თანხა |
---|---|---|
კახაბერ ქემოკლიძე | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2021 წელს | ₾13,804 |
მარიამ რობაქიძე | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2021 წელს | ₾25,084 |
კახაბერ ქემოკლიძე | თანხა საბანკო ანგარიშებზე 2021 წელს | ₾40,289 |
მარიამ რობაქიძე | თანხა საბანკო ანგარიშებზე 2021 წელს | $471 |
გვერდი სოციალურ ქსელებში: Facebook
სახეობა | მფლობელობა | რეგისტრაციის თარიღი | გადახდილი თანხა | მდებარეობა | ფართობი | დეკლარირებული |
---|---|---|---|---|---|---|
ბინა | კახაბერ ქემოკლიძე | 24 ივნისი 2016 წელი | $50,000 | თბილისი, საქართველო | 83 კვ.მ | ✓ |
ავტოსადგომი | კახაბერ ქემოკლიძე | 24 ივნისი 2016 წელი | $5,000 | თბილისი, საქართველო | 17 კვ.მ | ✓ |