HEAD
“პოლიტმრიცხველი” იკვლევს პოლიტიკოსთა ქონებასა და საქმიანობას; აანალიზებს პოლიტიკური პარტიების მიერ გაცემულ დაპირებებს და მათი შედარების საშუალებას იძლევა. პროექტის მიზანია, საზოგადოებას პოლიტიკურ პროცესში მონაწილე პირებზე მეტი დეტალი მიაწოდოს და წინასაარჩევნოდ დაეხმაროს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
პროექტი შექმნილია დამოუკიდებელ მკვლევართა და ჟურნალისტთა გუნდის მიერ. “პოლიტმრიცხველზე” მუშაობდნენ OCCRP-ს, “სტუდია მონიტორის”, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტისა”, “მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლები.
რედაქტორები: მაია მეცხვარიშვილი, ნინო ბაქრაძე, თაზო კუპრეიშვილი
კოორდინატორები: ალექსანდრა ლი, რობერტ დენისი
მკვლევრები: მარიკა დუდუნია, ნინო შუბითიძე, ნანა ბრეგაძე, აიდან იუსუბოვა, კელი ბლოსი, თეკლა ადამია, ხატია ნიკოლაიშვილი, ლიზა ქორიძე, სალომე კვირიკაშვილი, ლაშა კვესელაძე
დიზაინი: ჯეიმს ო'ბრაიენი
ვები: ალექს დე სანტა
“პოლიტმრიცხველი” იკვლევს პოლიტიკოსთა ქონებასა და საქმიანობას; აანალიზებს პოლიტიკური პარტიების მიერ გაცემულ დაპირებებს და მათი შედარების საშუალებას იძლევა. პროექტის მიზანია, საზოგადოებას პოლიტიკურ პროცესში მონაწილე პირებზე მეტი დეტალი მიაწოდოს და წინასაარჩევნოდ დაეხმაროს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
პროექტი შექმნილია დამოუკიდებელ მკვლევართა და ჟურნალისტთა გუნდის მიერ. “პოლიტმრიცხველზე” მუშაობდნენ OCCRP-ს, “სტუდია მონიტორის”, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტისა” და “მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენლები.
რედაქტორები: მაია მეცხვარიშვილი, ნინო ბაქრაძე, თაზო კუპრეიშვილი
კოორდინატორები: ალექსანდრა ლი, რობერტ დენისი
მკვლევრები: მარიკა დუდუნია, ნინო შუბითიძე, ნანა ბრეგაძე, აიდან იუსუბოვა, კელი ბლოსი, თეკლა ადამია, ხატია ნიკოლაიშვილი, ლიზა ქორიძე, სალომე კვირიკაშვილი, ლაშა კვესელაძე
მიხეილ ჩინჩალაძე 2017 წლიდან იკავებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას. ჩინჩალაძე მოსამართლედ 2007 წლიდან მუშაობს. 2017 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ის უვადო მოსამართლედ დანიშნა. 2022 წლის ივლისში მიხეილ ჩინჩალაძე მე-2 ვადით და 5 წლით თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2023 წლის აპრილში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო, მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა. სანქციები დაუწესდა მის ოჯახის წევრებსაც.
სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება - “ჩინჩალაძის კლანი – სასამართლო რეფორმის კრახი” დეტალურად აღწერს, თუ როგორ მოიპოვა მიხეილ ჩინჩალაძემ გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე. კიდევ ერთ ჟურნალისტურ გამოძიებაში “თავისუფლების მონიტორმა” გამოააშკარავა მიხეილ ჩინჩალაძის არადეკლარირებული ქონება - ბინები თბილისის ცენტრში, რომლებიც მამიდის - მედეა ჩინჩალაძის სახელზე იყო რეგისტრირებული.
<<<<<<< HEADცოლი: მარიკა მარიკაშვილი. 2021 წლიდან დღემდე მუშაობს კონსულტანტად შპს “მეამა”-ში.
შვილები: თამაზ, რუსუდან, ბარბარე და ვიქტორია ჩინჩალაძეები.
2019 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ შეამოწმა და დადებითად შეაფასა მიხეილ ჩინჩალაძის დეკლარაცია. 2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ 300 თანამდებობის პირი შეარჩია, რომელთა ქონებრივი დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. მათ შორის, შეირჩა მიხეილ ჩინჩალაძის დეკლარაცია. “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” [IDFI] ინფორმაციით, მათთვის 4 აპრილს გახდა ცნობილი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ ჩინჩალაძის და კიდევ 3 მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი შეაჩერა.
სახლი აუზით საგურამოში აშენებულია მიხეილ ჩინჩალაძის დედის - რუსუდან სამხარაძის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე საგურამოში, თუმცა სახლი უძრავი ქონების რეესტრში რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, უცნობია, სახლის ფართობი, მფლობელობა და საფასური. მიხეილ ჩინჩალაძე 2017-23 წლების დეკლარაციებში უთითებდა სახლის სამშენებლო-სარემონტო ხარჯებს, თუმცა ბოლო, 2024 წლის დეკლარაციაში ეს ხარჯები აღარ ფიგურირებს. “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია მიხეილ ჩინჩალაძის დედის კუთვნილ მიწაზე აშენებული ფეშენებელური სახლი საგურამოში, თუმცა ეს სახლი მოსამართლის დეკლარაციაში არ არის შეტანილი.
მფლობელი | აღწერა | თანხა |
---|---|---|
მიხეილ ჩინჩალაძე | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს | ₾107,173 |
მარიკა მარიკაშვილი | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს | ₾36,318 |
მარიკა მარიკაშვილი | ნაღდი ფული | $28,000 |
მარიკა მარიკაშვილი | ფულადი საჩუქარი | $12,000 |
მიხეილ ჩინჩალაძე | თანხა საბანკო ანგარიშებზე | ₾5,081 |
მარიკა მარიკაშვილი | თანხა საბანკო ანგარიშებზე | ₾674 |
მიხეილ ჩინჩალაძე 2017 წლიდან იკავებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას. ჩინჩალაძე მოსამართლედ 2007 წლიდან მუშაობს. 2017 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ის უვადო მოსამართლედ დანიშნა. 2022 წლის ივლისში მიხეილ ჩინჩალაძე მე-2 ვადით და 5 წლით თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2023 წლის აპრილში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო, მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა. სანქციები დაუწესდა მის ოჯახის წევრებსაც.
სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება - “ჩინჩალაძის კლანი – სასამართლო რეფორმის კრახი” დეტალურად აღწერს, თუ როგორ მოიპოვა მიხეილ ჩინჩალაძემ გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე. კიდევ ერთ ჟურნალისტურ გამოძიებაში “თავისუფლების მონიტორმა” გამოააშკარავა მიხეილ ჩინჩალაძის არადეკლარირებული ქონება - ბინები თბილისის ცენტრში, რომლებიც მამიდის - მედეა ჩინჩალაძის სახელზე იყო რეგისტრირებული.
მფლობელი | აღწერა | თანხა |
---|---|---|
მიხეილ ჩინჩალაძე | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს | ₾107,173 |
მარიკა მარიკაშვილი | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს | ₾36,318 |
მარიკა მარიკაშვილი | ნაღდი ფული | $28,000 |
მარიკა მარიკაშვილი | ფულადი საჩუქარი | $12,000 |
მიხეილ ჩინჩალაძე | თანხა საბანკო ანგარიშებზე | ₾5,081 |
მარიკა მარიკაშვილი | თანხა საბანკო ანგარიშებზე | ₾674 |
სახეობა | მფლობელობა | რეგისტრაციის თარიღი | გადახდილი თანხა | მდებარეობა | ფართობი | დეკლარირებული |
---|---|---|---|---|---|---|
ბინა (მჩუქებელი: ბაბუა მიხეილ ჩინჩალაძე) | მიხეილ ჩინჩალაძე | 26 ნოემბერი1997 წელი | თბილისი, საქართველო | 146 კვ.მ | ✓ | |
ბინა | მედეა ჩინჩალაძე | 11 დეკემბერი 2009 წელი | ₾44,672 | თბილისი, საქართველო | 129 კვ.მ | ✕ |
ავტოფარეხი | მედეა ჩინჩალაძე | 14 აგვისტო 2009 წელი | ₾1,800 | თბილისი, საქართველო | 18 კვ.მ | ✕ |
ავტოფარეხი | მედეა ჩინჩალაძე | 1 ივნისი 2009 წელი | თბილისი, საქართველო | 18 კვ.მ | ✕ | |
მიწის ნაკვეთი | რუსუდან სამხარაძე | ₾73,365 | სოფელი საგურამო, მცხეთა, საქართველო | 2,081 კვ.მ | ✕ |