ᲒᲠᲘᲒᲝᲚ ᲚᲘᲚᲣᲐᲨᲕᲘᲚᲘ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
დაბადების თარიღი:
1 სექტემბერი 1977 წელი

გრიგოლ ლილუაშვილი 2019 წლის 17 ოქტომბერს აირჩია პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მანამდე, 2017-19 წლებში მას სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა. 2016-17 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი იყო პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს კი თბილისის მერის მოადგილის პოსტი ეკავა. მანამდე ის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიებში იყო დასაქმებული, მათ შორის, იყო სს „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი.

ოჯახი

ცოლი: მაია ჭეიშვილი. მისი ამჟამინდელი საქმიანობის თაობაზე ქმრის 2024 წლის დეკლარაციაში არაფერია მითითებული . 2018-21 წლებში იყო შპს “ზენიტ ჯგუფის” 25% წილის მფლობელი და დირექტორი; 2017 წელს კი იყო კომპანია “სვეტი ჯგუფის” მარკეტინგის მენეჯერი.

შვილები: ნიკოლოზ და ლაზარე ლილუაშვილები.

ᲓᲔᲙᲚᲐᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲗᲐᲜᲮᲐ

მფლობელიაღწერათანხა
გრიგოლ ლილუაშვილიანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს₾126,299
გრიგოლ ლილუაშვილინაღდი ფული€15,000
გრიგოლ ლილუაშვილითანხა საბანკო ანგარიშებზე₾23,434
გრიგოლ ლილუაშვილითანხა საბანკო ანგარიშებზე (კრედიტი)₾1,461

ᲥᲝᲜᲔᲑᲐ

უძრავი ქონება
სხვა ქონება
სამეწარმეო საქმიანობა
სესხები
სხვა ხარჯები
სახეობამფლობელობარეგისტრაციის თარიღიგადახდილი თანხამდებარეობაფართობიდეკლარირებული
ბინა (გაიყიდა 2024 წლის 4 აპრილი, $175,000)გრიგოლ ლილუაშვილი19 თებერვალი 2013 წელი$125,000ქალაქი თბილისი, საქართველო119 კვ.მ