ᲕᲐᲮᲢᲐᲜᲒ ᲒᲝᲛᲔᲚᲐᲣᲠᲘ

შინაგან საქმეთა მინისტრი
დაბადების თარიღი:
24 დეკემბერი 1975 წელი

2019 წლის 8 სექტემბერს ვახტანგ გომელაური მეორედ დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. პირველად მას ეს პოზიცია 2015 წელს ეჭირა, 6 თვით. მანამდე, 2013 წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. მინისტრობის ორ პერიოდს შორის, 2015 წლის აგვისტოდან 2019 წლის სექტემბრამდე გომელაური საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტსაც იკავებდა.

წინასაარჩევნოდ, მინისტრი ესწრებოდა “ქართული ოცნების” მხარდამჭრთა კლუბის გახსნას.

ოჯახი

ცოლი: ნინო კუდუხაშვილი

შვილები: ანა და ლუკა გომეულაურები

ჟურნალისტური გამოძიება

ტ/კ “პირველმა” 2022-2023 წლებში მოამზადა რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება, რომელთა მიხედვით, მინისტრის პირადი დაცვის თანამშრომელი - გიორგი მელაძე, გომელაურის ყოფილი თანამშრომელი სუს-დან და სხვა ახლო გარემოცვის პირები მათი შემოსავლისთვის შეუსაბამო ქონებას ფლობენ. მაგალითად, რესტორანს მცხეთაში, აპარტამენტს კრწანისში, ავტოფარეხებს ვაკეში, “არქი თაურესში” და სხვა.

ჩვენ გადავამოწმეთ ავტოფარეხების ამბავი, რომელიც, მედიის თქმით, გომელაურის პირად დაცვას ეკუთვნოდა. ახლა ეს ქონება ნამდვილად ვახტანგ გომელაურის საკუთრებაშია. ამავე კორპუსში მან 200 კვ.მ-ზე მეტი საცხოვრებელი ბინაც დაირეგისტრირა.

ᲓᲔᲙᲚᲐᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲗᲐᲜᲮᲐ

მფლობელიაღწერათანხა
ვახტანგ გომელაურიანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს₾96,789
ვახტანგ გომელაურითანხა საბანკო ანგარიშებზე₾41,296
ვახტანგ გომელაურითანხა საბანკო ანგარიშებზე$800
ვახტანგ გომელაურითანხა საბანკო ანგარიშებზე€3,000
ნინო კუდუხაშვილითანხა საბანკო ანგარიშებზე₾1,826
ნინო კუდუხაშვილითანხა საბანკო ანგარიშებზე$4,081
ვახტანგ გომელაურიდანაზოგი$7,400
ვახტანგ გომელაურიდანაზოგი₾18,000

ᲥᲝᲜᲔᲑᲐ

უძრავი ქონება
სხვა ქონება
სამეწარმეო საქმიანობა
სესხები
სხვა ხარჯები
სახეობამფლობელობარეგისტრაციის თარიღიგადახდილი თანხამდებარეობაფართობიდეკლარირებული
ბინავახტანგ გომელაური30 სექტემბერი 2022 წელი₾542,000თბილისი, საქართველო200 კვ.მ
სახლინინო კუდუხაშვილი3 მაისი 2019 წელი₾123,717სოფელი ტაბახმელა2,001 კვ.მ; შენობა-ნაგებობები 650 კვ.მ
აგარაკინინო კუდუხაშვილი (საჩუქარი)27 მარტი 2018 წელისოფელი გორანა, თიანეთის მუნიციპალიტეტი1,088 კვ.მ
მიწის ნაკვეთინინო კუდუხაშვილი (საჩუქარი)27 მარტი 2018 წელისოფელი გორანა, თიანეთის მუნიციპალიტეტი1,422 კვ.მ