ᲚᲐᲨᲐ ᲮᲣᲪᲘᲨᲕᲘᲚᲘ

ფინანსთა მინისტრი
დაბადების თარიღი:
2 სექტემბერი 1985 წელი

ლაშა ხუციშვილმა საჯარო უწყებაში მუშაობა წინა მთავრობის დროს, 2008 წელს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს აპარატში დაიწყო. თუმცა, ერთი წლის შემდეგ კერძო სექტორში დაბრუნდა. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანვე, ისევ დაბრუნდა საჯარო სამსახურში და 2013 წლის იანვარში შემოსავლების სამსახურის უფროსი გახდა. პირველი დეკლარაციაც 2013 წლის მარტში შეავსო, სადაც ჩანს, რომ მას და მის მეუღლეს არანიარი უძრავი ქონება არ ჰქონია. 2014 წლის თებერვალში ხუციშვილი უკვე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ხდება. 2021 წლის აპრილიდან კი ამავე უწყებაში მინისტრის პოსტს იკავებს.

ოჯახი

ცოლი: რუსუდან ჯავახიშვილი
შვილები: დანიელ ხუციშვილი, დემეტრე ხუციშვილი, დამიანე ხუციშვილი.

გიორგი ხუციშვილი (ძმა): 2016-2024 წლებში “ქართულ ოცნებას” 465,000 ლარი შეწირა. ნუგზარ ხუციშვილი (მამა): 2014-2019 წლებში “ქართულ ოცნებას” 100,000 ლარი შეწირა.

სხვა ფაქტები

ბოლო 12 წლის განმავლობაში მას 12 დეკლარაცია აქვს შევსებული, რომელიც აჩვენებს, რომ დღემდე ოჯახს არანაირი უძრავი ქონება არ ჰქონია. მხოლოდ მის ცოლს, რუსუდან ჯავახიშვილს ჰქონდა 2014 წელს 4 000 ლარად ნაყიდი მანქანა Jeep Compass 2006.

2021 წელს მედიამ გამოაქვეყნა ცნობა იმაზე, რომ მინისტრის მამა, ნუგზარ ხუციშვილი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, სპორტის სასახლის უკან ახალ აშენებულ კორპუსში ორ ბინას ფლობდა. Ნუგზარ ხუციშვილმა ეს ბინები 2016-2017 წლებში შეიძინა. ამ დროს ლაშა ხუციშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო.

ლაშა ხუციშვილის დედამაც, გულნაზი დევდარიანმაც 2019-2020 წლებში მიწის სამი ნაკვეთი შეიძინა ბორჯომში, სოფელ ცემში. 2022 წელს აქვე იყიდა ორი ნაკვეთი მინისტრის ძმამ, გიორგი ხუციშვილმაც. გარდა ამისა დევდარიანის სახლეზეა ერთი ბინა თბილისში, ნუგზარ ხუციშვილის ბინასთან - ალექსიძის ქუჩაზე, სპორტის სასახლის უკან.

მინისტრის მამა, ნუგზარ ხუციშვილი ბიზნეს საქმიანობას წარსულში ეწეოდა: 2009-2012 წლებში შპს ბი-დი-ჯი აუდიტ-ში დირექტორი იყო, 2011-2019 წლებში შპს კულჰაიბერიფარმში 12.5% წილს ფლობდა. 2021 წელს ამ უკანასკნელი კომპანიის წილები 500 ლარად გაყიდა. 2016 წლის თებერვალში იგი გაერთიანებული წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიაში დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს, 23 მაისს კი მინისტრის ბრძანებით გაათავისუფლეს.

Რაც შეეხება ოჯახის ახლანდელ საქმიანობას, ტ/კ “პირველის” მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ გამოძიებაში ნათქვამია, რომ ლაშა ხუციშვილის მამა, ნუგზარ ხუციშვილი ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელია. ის ოფიციალურად გაფორმებულია როგორც საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი. იმავე წელს “მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებულ მასალაში კი ნუგზარ ხუციშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელია.

ᲓᲔᲙᲚᲐᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲗᲐᲜᲮᲐ

მფლობელიაღწერათანხა
ლაშა ხუციშვილიანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს₾72,963
რუსუდან ხუციშვილიანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს₾5,585
ლაშა ხუციშვილითანხა საბანკო ანგარიშებზე₾12,166
რუსუდან ჯავახიშვილითანხა საბანკო ანგარიშებზე₾2,852

ᲥᲝᲜᲔᲑᲐ

უძრავი ქონება
სხვა ქონება
სამეწარმეო საქმიანობა
სესხები
სხვა ხარჯები
სახეობამფლობელობარეგისტრაციის თარიღიგადახდილი თანხამდებარეობაფართობიდეკლარირებული

ᲛᲘᲒᲜᲔᲑᲔᲑᲘ ᲡᲝᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲘᲓᲐᲜ


ᲚᲐᲨᲐ ᲮᲣᲪᲘᲨᲕᲘᲚᲘ

ლაშა ხუციშვილის დეკლარაციაში არაფერი წერია მისი ოჯახის წევრების მოგზაურობის ხარჯებზე, თუმცა მისი მეუღლის, რუსუდან ჯავახიშვილის ფეისბუქის გვერდიდან ვიგებთ, რომ 2022-2024 წლებში ის, მინიმუმ, ხუთჯერ იმყოფებოდა საზღვარგარეთ.