იური ნოზაძემ საჯარო სამსახურში კარიერა 2013 წელს, “ქართული ოცნების” მთავრობაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. 2017 წლამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო. 2018 წელს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები გაერთიანდა, თუმცა ნოზაძემ მინისტრის მოადგილის პოსტი შეინარჩუნა.
2013 წლამდე ის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს “ფინსერვის XXI”-ის, შპს “თხილის განაშენიანების და გადამუშავების კომპანიის” და შპს “აგრო ქართუს” დირექტორი იყო. შპს “აგრო ქართუ” დღეს ეკატერინე ხვედელიძეს ეკუთვნის. ნოზაძე ივანიშვილთან სხვაგვარადაცაა დაკავშირებული. ოლიგარქის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ნოზაძის ცოლის ძმაა. 2013 წლიდან დღემდე იური ნოზაძე მინისტრის მოადგილის პოსტს ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად მინისტრი ოთხჯერ შეიცვალა.
ცოლი: ლენა მამაცაშვილი
შვილები: გიორგი ნოზაძე, ნიკა ნოზაძე, მარინე ნოზაძე
ლენა მამაცაშვილი: 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 3,000 ლარი შესწირა.
იური ნოზაძე: 2012 და 2016 წლებში “ქართულ ოცნებას”, ჯამში, 20,100 ლარი შესწირა.
მფლობელი | აღწერა | თანხა |
---|---|---|
იური ნოზაძე | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს | ₾84,637 |
იური ნოზაძე | ნაღდი ფული | ₾75,000 |
იური ნოზაძე | თანხა საბანკო ანგარიშზე | ₾7,160 |
იური ნოზაძე | თანხა საბანკო ანგარიშზე | $475 |
იური ნოზაძე | თანხა საბანკო ანგარიშზე | €143 |
იური ნოზაძე | საკრედიტო ანგარიში | ₾1,502 |
ლენა მამაცაშვილი | საკრედიტო ანგარიში | ₾1,499 |
ლენა მამაცაშვილი | შემოსავალი შპს "ახალი სერვისიდან" | ₾16,800 |
სახეობა | მფლობელობა | რეგისტრაციის თარიღი | გადახდილი თანხა | მდებარეობა | ფართობი | დეკლარირებული |
---|---|---|---|---|---|---|
ბინა და ავტოფარეხი | იური ნოზაძე | 20 თებერვალი 2008 წელი | ₾306,328 | თბილისი, საქართველო | 203 კვ.მ | ✓ |
კომერციული ფართი | იური ნოზაძე | 13 ნოემბერი 2017 წელი | $30,000 | თბილისი, საქართველო | 42 კვ.მ | ✓ |
კომერციული ფართი | იური ნოზაძე | 3 აგვისტო 2016 წელი | თბილისი, საქართველო | 177 კვ.მ | ✓ | |
ბინა | იური ნოზაძე | 27 ივნისი 2007 წელი | თბილისი, საქართველო | 102 კვ.მ | ✓ | |
სახლი | იური ნოზაძე | 19 მარტი 2019 წელი | საჩხერე, სოფელი მოძვი | 77 კვ.მ | ✓ | |
მიწა | ლენა მამაცაშვილი (დეკლარირებული: დეკლარირებულია, როგორც საჩუქარი. თუმცა, ლენა მამაცაშვილმა ამ ქონებაში 3,000 ლარი გადაიხადა) | 2 აგვისტო 2020 წელი | საჩხერე, ჯალაურთა, სოფელი მოძვი | 3,250 კვ.მ | ✓ | |
მიწა | ლენა მამაცაშვილი | 25 თებერვალი 2020 წელი | საჩხერე, ჯალაურთა, სოფელი მოძვი | 406 კვ.მ | ✓ | |
მიწა | ლენა მამაცაშვილი, გიორგი ნოზაძე | 29 აგვისტო 2019 წელი | საჩხერე, სოფელი მოძვი | 1,800 კვ.მ | ✓ | |
მიწა | ლენა მამაცაშვილი (საჩუქარი) | 25 თებერვალი 2020 წელი | საჩხერე, სოფელი მოძვი | 100 კვ.მ | ✓ | |
მიწა | ლენა მამაცაშვილი (დეკლარირებული: დეკლარირებულია, როგორც საჩუქარი. თუმცა, ლენა მამაცაშვილმა ამ ქონებაში 850 ლარი გადაიხადა) | 21 ნოემბერი 2019 წელი | საჩხერე, სოფელი მოძვი | 1,300 კვ.მ | ✓ | |
მიწა და სახლი | ლენა მამაცაშვილი, გიორგი ნოზაძე | 29 აგვისტო 2019 წელი | საჩხერე, სოფელი მოძვი | 2,400 კვ.მ | ✓ | |
მიწა | ლენა მამაცაშვილი | 1 დეკემბერი 2019 წელი | საჩხერე, სოფელი მოძვი | 1,058 კვ.მ | ✓ | |
მიწა | ლენა მამაცაშვილი, გიორგი ნოზაძე (საჩუქარი) | 29 აგვისტო 2019 წელი | საჩხერე, სოფელი მოძვი | 600 კვ.მ | ✓ |