ოთარ შამუგია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად 2022 წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე, 2020-22 წლებში მას ამავე სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2006 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.
ცოლი: მარიამ სამხარაძე. მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროში მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, „არ შეიძლება თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე მოხელედ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით დაინიშნოს (გარდა კონკურსის წესით დანიშვნისა) ამ თანამდებობის პირის ახლო ნათესავი“. „თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში „ახლობლებისთვის დამარცხებული უმუშევრობა“ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განმარტა, რომ მინისტრისა და მისი ცოლის ერთ უწყებაში საქმიანობა არ შეიცავს ნეპოტიზმის და ინტერესთა შეუთავსებლობის ნიშნებს, რადგან, მათი ცნობით, მარიამ სამხარაძე 2006 წლიდან მუშაობს სამინისტროში, 2013 წელს დაინიშნა თანამდებობაზე კონკურსის წესით, ქმარი კი - 2022 წელს გახდა მინისტრი.
შვილები: ლუკა, გაბრიელ და ანდრია შამუგიები.
მფლობელი | აღწერა | თანხა |
---|---|---|
ოთარ შამუგია | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს | ₾72,963 |
მარიამ სამხარაძე | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს | ₾22,048 |
მარიამ სამხარაძე | ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი | $6,300 |
ოთარ შამუგია | ნაღდი ფული | $1,000 |
ოთარ შამუგია | თანხა საბანკო ანგარიშებზე | ₾9,650 |
მარიამ სამხარაძე | თანხა საბანკო ანგარიშებზე | ₾18,344 |
ვებგვერდი: https://mepa.gov.ge/Ge/DeputyMinisters/1091
სახეობა | მფლობელობა | რეგისტრაციის თარიღი | გადახდილი თანხა | მდებარეობა | ფართობი | დეკლარირებული |
---|---|---|---|---|---|---|
ავტოფარეხი | მარიამი სამხარაძე | 2023 წელი | $5,000 | თბილისი, საქართველო | 15 კვ.მ | ✓ |
ბინა | მარიამი სამხარაძე | 2016 წელი | თბილისი, საქართველო | 27 კვ.მ | ✓ | |
ბინა (გაიყიდა 2024 წლის 19 სექტემბერს) | ოთარ შამუგია | 17 მაისი 2017 წელი | $31,418 | ქალაქი თბილისი, საქართველო | 68,3 კვ.მ | ✓ |
ბინა | ოთარ შამუგია | 17 მარტი 2022 წელი | $51,878 | ქალაქი თბილისი, საქართველო | 69,17 კვ.მ | ✓ |
ბინა (გაიყიდა 2024 წლის 19 სექტემბერს) | ოთარ შამუგია | 17 მაისი 2017 წელი | $20,240 | ქალაქი თბილისი, საქართველო | 44 კვ.მ | ✓ |
საჯარო სამსახურის ბიურომ 2019 წელს შეამოწმა ოთარ შამუგიას ქონებრივი დეკლარაცია და დარღვევა არ გამოუვლენია. კანონის მიხედვით, თანამდებობის პირი ვალდებულია, რომ დეკლარაციაში მიუთითოს მისი ოჯახის წევრები და მათთან მუდმივად მცხოვრები პირები. ოთარ შამუგია 2012-20 წლების განმავლობაში შევსებულ დეკლარაციებში ოჯახის წევრების გრაფაში მხოლოდ შვილებს უთითებდა. მარიამ სამხარაძე 2013-19 წლებში ფეისბუკში ოთარ შამუგიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა.