ᲚᲔᲕᲐᲜ ᲓᲐᲕᲘᲗᲐᲨᲕᲘᲚᲘ

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
დაბადების თარიღი:
10 დეკემბერი 1978 წელი

ლევან დავითაშვილი 2024 წლის 9 თებერვალს დაინიშნა პირველ ვიცე-პრემიერად. მანამდე, 2021-24 წლებში მას ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2022 წლის თებერვალში დაინიშა. მანამდე, 2017-22 წლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო; 2016-17 წლებში კი - სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ოჯახი

ცოლი: თეა ფარქოსაძე. მის სახელზე რეგისტრირებულია წილები 2 კომპანიაში, თუმცა დეკლარაციის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი არ აქვს.

შვილები: ანა და ლუკა დავითაშვილები.

პოლიტიკური შეწირულობა

თეა ფარქოსაძის ძმამ და პარტნიორმა შპს “მაქსფარმაში”, დავით ფარქოსაძემ 2016 წელს 13,000 ლარი შეწირა პარტია “ქართულ ოცნებას”.

დარღვევები დეკლარაციაში

საჯარო სამსახურის ბიურომ ლევან დავითაშვილის დეკლარაცია 2019 წელს შეამოწმა, თუმცა დარღვევები არ აღმოუჩენია. 2019 წლის დეკემბერში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” გამოაქვეყნა კვლევა. კვლევის მიხედვით, ორგანიზაციამ ლევან დავითაშვილის დეკლარაციაში გამოავლინა შემდეგი დარღვევები: 1. ლევან დავითაშვილმა არ მიუთითა, რომ 2018 წლის განმავლობაში ფლობდა წილებს 4 კომპანიაში [შპს „გლობალ ფეშენ გრუპის“ – 40%; შპს „საქართველოს საკონსულტაციო ჯგუფი“ – 34%; შპს „ენოჯორჯია“ – 15%; შპს „გლობალ ფუდ იმპორტი“ – 33.33%], რომლებიც მან მხოლოდ 2019 წლის იანვარში (უსასყიდლოდ) დათმო: 2) ლევან დავითაშვილმა დეკლარაციაში არ ახსენა, რომ მისი მეუღლე თეა ფარქოსაძე შპს „Intermanagement“-ის დირექტორიცაა.

ᲓᲔᲙᲚᲐᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲗᲐᲜᲮᲐ

მფლობელიაღწერათანხა
ლევან დავითაშვილიანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს₾72,963
ლევან დავითაშვილიყურძნის რეალიზაციდან მიღებული შემოსავალი₾11,000
თეა ფარქოსაძენაღდი ფული$9,600
ლევან დავითაშვილითანხა საბანკო ანგარიშებზე₾8,807
თეა ფარქოსაძეთანხა საბანკო ანგარიშებზე₾2,504

ᲥᲝᲜᲔᲑᲐ

უძრავი ქონება
სხვა ქონება
სამეწარმეო საქმიანობა
სესხები
სხვა ხარჯები
სახეობამფლობელობარეგისტრაციის თარიღიგადახდილი თანხამდებარეობაფართობიდეკლარირებული
მიწის ნაკვეთილევან დავითაშვილი16 მარტი 2012 წელი$4,500თელავი, საქართველო4,828 კვ.მ