10

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲚᲔᲘᲑᲝᲠᲘᲡᲢᲣᲚᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲐ

ლიდერი:
წევრი პარტიები:
პარტიის დაფინანსების წყაროები:

შემოწირულებები: ₾10,169
სხვა: ₾1,852

ლიდერები: შალვა ნათელაშვილი

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია” საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უძველესი პარტიაა, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებად 1998 წელს დარეგისტრირდა, პარტია მემარცხენე-ცენტრისტული იდეოლოგიის მატარებელია. მისი თავმჯდომარე და ლიდერი კი შალვა ნათელაშვილია.

საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ მანდატები მოიპოვა 1999, 2003, 2008 და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა მე-7 (2008) და მე-10 (2020) მოწვევის პარლამენტში არ შესულა. 2020 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტში პარტიის მხოლოდ პირველი ნომერი, შალვა ნათელაშვილი მოხვდა, თუმცა არასაპატიო გაცდენების გამო მისი მანდატი 2022 წელს გაუქმდა.

სოციალური მედიის არხები: Facebook
ვებ-გვერდი: labour.ge
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲘ
ᲯᲐᲜᲓᲐᲪᲕᲐ
„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ საარჩევნო პროგრამის მიხედვით, სრულად უფასო ჯანდაცვა დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ოპერაცია-რეაბილიტაციის ჩათვლით. სახელმწიფო საავადმყოფოები უნდა იყოს აბსოლუტურად თანაბარ რეჟიმში ფასიან საავადმყოფოებთან.
ᲔᲕᲠᲝᲘᲜᲢᲔᲒᲠᲐᲪᲘᲐ
შენიშვნა: პარტიის საარჩევნო პროგრამაში არ არის დეტალური საუბარი აღნიშნულ საკითხზე, თუმცა „ლეიბორისტული პარტია“ აკრიტიკებს „ოცნებას რუსული“ კანონის გამო და მიიჩნევს, რომ ეს კეტავს გზას ევროპისკენ.ასევე, პარტია აცხადებს, რომ მათი მიზანია ევროპული სოციალიზმის დამკვიდრება.
ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ/ᲡᲘᲦᲐᲠᲘᲑᲔ
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ მიიჩნევს, რომ „ეროვნული სიმდიდრე“ — ოქრო, მარგანეცი, ფერო, ენერგეტიკა, ბათუმის და ფოთის პორტები, რკინიგზა და სხვა სტრატეგიული დარგები — ნაციონალიზაციის გზით დაუბრუნდეს სახელმწიფოს და შემოსული მოგება განაწილდეს ყველა ოჯახზე. პარტიის დაპირების მიხედვით, ამ გზით ბიუჯეტი მილარდებით გაიზრდება, რაც დაიხარჯება განათლებაზე, სკოლაში კვებაზე, პენსიების გაზრდაზე.
ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ
„ლეიბორისტული პარტიის“ დაპირების მიხედვით, მთლიანი უფასო განათლება ახალგაზრდებისათვის ყველა დონეზე, ორჯერადი უფასო კვება სკოლაში, ბავშვებისთვის პირველიდან მეთორმეტე კლასამდე საჩუქრად ყველას პერსონალური კომპიუტერი და ინტერნეტმომსახურება, სტუდქალაქების მშენებლობა, სამუშაოზე განაწილება - მე-3 კურსიდან სტუდენტმა უკვე უნდა იცოდეს, რომელ სამინისტროში მიდის, რომელ მერიაში იწყებს მუშაობას, რომელ სახელმწიფო კომპანიაში და სახელმწიფომ ბიზნესთან უნდა გააფორმოს ხელშეკრულებები ამ სტუდენტების დასაქმებაზე.
ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ
„ლეიბორსიტული პარტიის“ დაპირების მიხედვით, ჯარი აღარ იქნება სავალდებულო, დარჩება მხოლოდ საკონტრაქტო. პარტია ეწინააღმდეგება სავალდებულო სამსახურის ფარგლებში ახალგაზრდების წაყვანას და მათ დარაჯებად გამწესებას და მიიჩნევს, რომ ეს ამ ახლგაზრდების „ინტელექტუალურ და სამხედრო დისკვალიფიკაციას იწვევს“. „ლეიბორისტული პარტიის“ შეფასებით, სავლდებულო სამხედრო სამსახურის მოქმედი სისტემა არის კორუფციისა და ადამიანებზე ზეწოლის ბერკეტი.
ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲐ
„ლეიბორსიტული პარტიის“ განცხადებით, მთავარი ის არის, რომ ოლიგარქიის ბატონობა დავამთავროთ პოლიტიკაში და გადავიდეთ ევროპულ სოციალიზმზე სკანდინავიური პროფილით. „ლეიბორისტული პარტია“ ამომრჩეველს ჰპირდება, რომ „სუპერმდიდართა კასტა სამუდამოდ დატოვებს სახელმწიფო მმართველობას. ეს მოხდება კანონმდელობით, ეს მოხდება სამარადჟამოთ.
ᲐᲒᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ "ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲙᲐᲜᲝᲜᲘ"
„ლეიბორისტული პარტია“ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ მიღებულ ე.წ. რუსულ კანონს და მიიჩნევს, რომ „ეს კანონი ერთ-ერთი სიმპტომია იმ ღალატისა, რაც ივანიშვილს ჩადენილი აქვს და რაც გადაწყვეტილი აქვს განახორციელოს, ანუ ქვეყანა დააბრუნოს რუსეთის იმპერიაში და გადაკეტოს გზა ევროპისაკენ“.
ᲞᲐᲠᲢᲘᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲘ
ᲧᲕᲔᲚᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲝᲡᲘᲡ ᲜᲐᲮᲕᲐ