8

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲐᲢᲠᲘᲝᲢᲗᲐ ᲐᲚᲘᲐᲜᲡᲘ

ლიდერი:
წევრი პარტიები:
„კონსერვატიული , მოძრაობა/ალტ ინფოს“ წარმომადგენლები; “ქართული იდეა”
პარტიის დაფინანსების წყაროები:

შემოწირულებები: ₾6,495
სახელმწიფო დაფინანსება: ₾782,339

ლიდერები: დავით თარხან-მოურავი; ირმა ინაშვილი

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2013 წელს დაფუძნდა. პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 6 მანდატი მოიპოვა, 2020 წელს - 4. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით მონაწილეობენ “პატრიოტთა ალიანსის”, გაუქმებული პარტიების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“-ს და “ქართული იდეა”-ს წარმომადგენელები.

„ალტინფო“, არის ტელევიზია, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს. მედიამონიტორების შეფასებით, ის „ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“. 2024 წელს აშშ-მ სანქციები დაუწესა „ალტინფოს“ ლიდერებს 2021 და 2023 წელს გამართულ აქციებზე ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის.

სოციალური მედიის არხები: Facebook
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲘ
ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ/ᲡᲘᲦᲐᲠᲘᲑᲔ
ანაბრების დაბრუნება - საბჭოთა კავშირის დაშლისას უამრავმა ადამიანმა დაკარგა თავისი დანაზოგი, რომელიც ბანკში ანაბრის სახით ჰქონდა შენახული. სახელმწიფომ პირობა მისცა ხალხს, რომ ამ თანხებს აუნაზღაურებდა, მაგრამ მოატყუა. ჩვენ უნდა შევადგინოთ ათწლიანი გეგმა და დავუბრუნოთ ხალხს თავისი ფული. ყოველწლიურად თანხის 10% უნდა უბრუნდებოდეს ხალხს.
ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ
ჯარი უნდა იყოს პრესტიჟული. ჯარისკაცები პირდაპირ ჯარიდან დაბრუნებულები კვოტის გარეშე უნდა აბარებდნენ უნივერსიტეტში, თუ სურვილი აქვთ. ჯარისკაცს არანაირი გადასახდელი არ უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში. ქვეყანაში, სადაც ყოველ ათ წელიწადში ომი ხდება, ჯარი უნდა იყოს ყველაზე პრესტიჟული. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში ღირსეული ხელფასები უნდა იყოს.
ᲔᲕᲠᲝᲘᲜᲢᲔᲒᲠᲐᲪᲘᲐ
დაიცავი ქართული ინტერესი მთელს მსოფლიოში! - დღეს მრავალი პარტია იცავს ვაშინგტონისა და ბრიუსელის ინტერესებს თბილისში. არიან მოსკოვის ინტერესებისა და თურქეთის ინტერესების დამცველი პარტიებიც. პირიქით უნდა მოვიქცეთ: ჩვენს ინტერესებს უნდა ვიცავდეთ ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც, მოსკოვშიც და ანკარაშიც. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი უმთავრესი მოვალეობა ქართული ინტერესების დაცვაა მთელ მსოფლიოში ყველგან და ყოველთვის.
ᲐᲒᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ "ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲙᲐᲜᲝᲜᲘ"
„ქართულმა ოცნებამ“ უცხოეთის აგენტების საწინააღმდეგო კანონი საბოლოდ მიიღო, რაც ლიბერალური დასავლეთის მიმართ დაუმორჩილებლობის და კონფლიქტის მზაობის აშკარა დემონსტრაციაა. რაც არ უნდა მავნე უაზრობად მიგვაჩნდეს „ქართული ოცნების“ რიგი ნაბიჯებისა, ცალსახაა, რომ ამ ახლა ჩვენს თვალწინ ფორმირებულ კონფლიქტში ლიბერალი გლობალისტების და მათი აგენტების წინააღმდეგ ყოფნაა სწორი პოზიცია.
ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ
გლობალური ტყუილია, თითქოს ვზრდით განათლებულ თაობას! პირიქით, საბოლოოდ განადგურდა განათლების სისტემა. სპორტი ჩანაცვლდა კაზინოთი, ხელოვნება - ნარკომანიით, ეროვნული ფასეულობები ჩაანაცვლა სრულმა უზნეობამ! სახელმწიფომ მეექვსე კლასიდან უნდა უზრუნველყოს ბავშვების საზაფხულო სკოლებში გაშვება ევროპასა და იაპონიაში.
ᲯᲐᲜᲓᲐᲪᲕᲐ
ფასიანი კლინიკები, ფასიანი საავადმყოფოები, კერძო სადაზღვევო სისტემა — ეს ყველაფერი უნდა განვითარდეს, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ უნდა მოვიცვათ მთელი საქართველო მუნიციპალური კლინიკებითა და მუნიციპალური საავადმყოფოებით, რომლებიც სრულიად უფასოდ და ყოველგვარი დაზღვევის გარეშე მოემსახურება მოსახლეობას. ჯანდაცვის დაფინანსება უნდა გაიზარდოს და უნდა იყოს საყოველთაო და უფასო.
ᲔᲚᲘᲢᲣᲠᲘ ᲙᲝᲠᲣᲤᲪᲘᲐ
საკადრო რეფორმა - სახელმწიფო მოხელეებს უნდა ენიჭებოდეს რანგები. ეს მოგვცემს იმას, რომ შემთხვევითი და უცოდინარე ადამიანები აღარ მოგვევლინებიან მინისტრებად. ეს მოგვცემს იმას, რომ მცოდნე ადამიანებს აღარ გააგდებენ სამსახურიდან. ადამიანები თანამდებობას დაიკავებენ ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით და არა ბიძაშვილ-მამიდაშვილობიდან გამომდინარე.
ᲛᲘᲣᲙᲔᲠᲫᲝᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲐᲠᲗᲚᲛᲡᲐᲯᲣᲚᲔᲑᲐ
„პატრიოტთა ალიანსის“ პოზიციაა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი უნდა გაუქმდეს, რადგან საქართველოს სახელმწიფო და მართლმსაჯულების სისტემა მზად არ არის მოსამართლეთა უვადოდ გამწესებისთვის. მოსამართლეებს გამოსაცდელად უნდა მიეცეთ უნდა იყოს 10, ან 3-წლიანი ვადა მაინც. მართლმსაჯულების სისტემიდან ნელ-ნელა უნდა გამოვიდნენ მურუსიძეები, ჩინჩალაძეები, გვრიტიშვილები, ადამიანები, რომლებსაც არ ენდობა ქართველი ხალხი.
ᲐᲓᲒᲘᲚᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲗᲕᲘᲗᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲐ
ხელისუფლება ხალხის სამსახურში - სახელმწიფოს წარმომადგენელი პირადად უნდა იცნობდეს თავის მიკროუბანში მცხოვრებ ყოველ ოჯახს, ჰქონდეს ამ ოჯახთან მუდმივი კავშირი, იცოდეს ყოველი ოჯახის ჭირ-ვარამი და შუამდგომლობდეს გამგეობასთან, მერიასთან თუ სამინისტროსთან თითოეული ოჯახის პრობლემების გადასაწყვეტად. სახელმწიფოს წარმომადგენელი იქნება გამოკვეთილი პირი, რომელსაც მოსახლეობა მოსთხოვს კონკრეტულ პასუხს.
ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲐ
რეფერენდუმების უწყება - უნდა შეიქმნას სპეციალური უწყება, რომელსაც დაევალება ლოკალური რეფერენდუმების ჩატარება. ამ უწყებამ უნდა შექმნას განყოფილებები ყველა საარჩევნო ოლქში და თუ ამ განყოფილებას გარკვეული რაოდენობის ხალხი მიმართავს, ვთქვათ, მინისტრის გადაყენებას მოითხოვს ან დეპუტატის გამოწვევას მოითხოვს, ან კანონის გაუქმებას და თუ რაოდენობრივი კრიტერიუმი დაკმაყოფილდა, დაუყონებლივ უნდა დაინიშნოს რეფერენდუმი.
ᲞᲐᲠᲢᲘᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲘ
ᲧᲕᲔᲚᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲝᲡᲘᲡ ᲜᲐᲮᲕᲐ