ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, თუმცა მან 2015 წელს დატოვა ენმ, რომლის აღმასრულებელი მდივანიც იყო.
2015 წელს ჯაფარიძემ თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა პარტია „გირჩი“, რომლის სახელითაც 2018 წელს პრეზიდენტობისთვისაც იბრძოდა. ის 2020 წელს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრიც გახდა, თუმცა 2021 წელს მანდატი საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუწყდა. თანაპარტიელებთან უთანხოების გამო მან დატოვა „გირჩი“ და 2020 წელს დააფუძნა ახალი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“. 2024 წელს ჯაფარიძემ აღნიშნული პარტიაც დატოვა და საპარლამენტო არჩევნებში პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, სიით მონაწილეობს.
მეუღლე: ნატა ქორიძე (Civil.ge-ს მმართველი რედაქტორი)
შვილები: ეკატერინე ჯაფარიძე, ალექსანდრე რაზმაძე, კოსტანტინე ჯაფარიძე
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე:
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი, ₾5,000 - 2016 წელი
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა, ₾2,000 - 2015 წელი
მფლობელი | აღწერა | თანხა |
---|---|---|
ზურაბ ჯაფარიძე | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2022 წელს | ₾124,106 |
ნატა ქორიძე | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2022 წელს | ₾47,601 |
ზურაბ ჯაფარიძე | თანხა საბანკო ანგარიშზე, 2022 წელს | ₾1,750 |
ზურაბ ჯაფარიძე | თანხა საბანკო ანგარიშზე, 2022 წელს | $25,000 |
ნატა ქორიძე | თანხა საბანკო ანგარიშზე, 2022 წელს | ₾9,766 |
ნატა ქორიძე | თანხა საბანკო ანგარიშზე, 2022 წელს | $4,000 |
გვერდი სოციალურ ქსელებში: Facebook
სახეობა | მფლობელობა | რეგისტრაციის თარიღი | გადახდილი თანხა | მდებარეობა | ფართობი | დეკლარირებული |
---|---|---|---|---|---|---|
ბინა | ზურაბ ჯაფარიძე | 21 ოქტომბერი 2003 წელი | თბილისი, საქართველო | 106 კვ.მ | ✓ | |
ბინა | ნატა ქორიძე | 25 აპრილი 2019 | თბილისი, საქართველო | 159 კვ.მ | - | |
ბინა | ნატა ქორიძე | 27 ივლისი 2011 წელი | წყნეთის გზატკეცილი | 77 კვ.მ | ✓ |