ᲑᲘᲫᲘᲜᲐ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘ

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე
დაბადების თარიღი:
18 თებერვალი 1956 წელი

მილიარდერი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კარიერა 2011 წლიდან იწყება, როდესაც მან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება" დააფუძნა; 2012 წელს კი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო დააარსა,რომლის თავმჯდომარეც თავადვე გახდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა და 1 წელში თანამდებობიდან გადადგა. ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი დღემდე ინარჩუნებს სრულ გავლენას ხელისუფლებაზე, რის გამოც მას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები არაფორმალურ მმართველად მოიხსენიებენ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ნომერია.

საქართველოში პოლიტიკაში ჩართვამდე ბიძინა ივანიშვილი ბიზნეს საქმიანობის ნაწილს რუსეთში ეწეოდა. გამოცემა Forbes-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. Bloomberg-ის მონაცემებით კი, ივანიშვილის ქონების ღირებულება 7.57 მილიარდი დოლარია, 2024 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით.

ოჯახის

ცოლი: ეკატერინა ხვედელიძე
შვილები: უტა, ბერა, გვანცა, ცოტნე ივანიშვილები

მედიაში გასაჯაროებული ქონება

“თავისუფლების მონიტორის” 2020 წელს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიების მიერ დაფუძნებული კომპანიები საქართველოში 500-ზე მეტ მიწის ნაკვეთს ფლობდა იმ დროისთვის, ჯამური ფართით - დაახლოებით 1600 ჰექტარი. ამის შემდეგ ქონების ნაწილი ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” საკუთრებაში გადაიტანა, ნაწილი კი გაასხვისა, გააჩუქა. მსგავსი სქემით ფლობს ბიძინა ივანიშვილი საცხოვრებელ სახლს აბასთუმანში და ბიზნეს-ცენტრს - თბილისში. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილს იჯარით აქვს აღებული შპს “ბიზნეს ცენტრისგან” “ბიზნეს ცენტრი” თბილისში. შპს “ბიზნეს ცენტრის”-ის 100% წილს ფლობს საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”. ფონდ “ქართუს” დამფუძნებელია სს “ქართუ ჯგუფი”, რომელსაც, თავის მხრივ, ფლობს 3 ოფშორული კომპანია: 1. კრისტა ინვესტმენტ ლიმიტედი; 2. სარგანს ლიმიტედი და 3. ტარპან მენეჯმენტ ლიმიტედი “ქართუ ბანკის” ვებ გვერდზე კი ატვირთულია დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სს “ქართუ ჯგუფის” ბენეფიციარი მფლობელი ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილია .

სხვა ქონება

Forbes-ის 2012 წლის სტატიის მიხედვით, ივანიშვილის საკუთრებაშია დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები, მათ შორისაა: დამიენ ჰირსტის, როი ლიხტენშტეინის ნამუშევრები, ასევე, პიკასოს “დორა მაარი კატით”. 2021 წელს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ფერწერული ტილოების ნაწილი გაყიდა და რომ გეგმავდა დარჩენილი ნაწილის გაყიდვასაც.

მედიაში გასაჯაროებული ბიზნესი

“თავისუფლების მონიტორის” 2020 წელს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ბიზნეს საქმიანობას საქართველოში იმ დროისთვის სულ მცირე 13 ოფშორული კომპანიით ახორციელებდა და ამ ოფშორული კომპანიებით მას საქართველოში 100-ზე მეტი ფირმა ჰქონდა რეგისტრირებული. მათ შორის არის სს “ქართუ ბანკი”, რომლის მფლობელია ფონდი „ქართუ“ და რომლის წმინდა მოგებამ 2023 წელს 35,666,000 ლარი შეადგინა.

ᲓᲔᲙᲚᲐᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲗᲐᲜᲮᲐ

მფლობელიაღწერათანხა

ᲥᲝᲜᲔᲑᲐ

უძრავი ქონება
სხვა ქონება
სამეწარმეო საქმიანობა
სესხები
სხვა ხარჯები
სახეობამფლობელობარეგისტრაციის თარიღიგადახდილი თანხამდებარეობაფართობიდეკლარირებული
მიწის ნაკვეთიბიძინა ივანიშვილი7 თებერვალი 2006 წელისოფელი ჭორვილა, საჩხერე, საქართველო2,145 კვ.მ-
მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებითბიძინა ივანიშვილი18 მაისი 2023 წელისოფელი ჭორვილა, საჩხერე, საქართველო1,360 კვ.მ, 2 ნაგებობა, საერთო ფართი 320 კვ.მ-
მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებითეკატერინა ხვედელიძე6 ივნისი 2023 წელისოფელი ჭორვილა, საჩხერე, საქართველო79,896 კვ.მ და 10 ნაგებობა საერთო ფართით 9,621 კვ.მ. -
მიწის ნაკვეთიეკატერინა ხვედელიძე6 ივნისი 2023 წელისოფელი ჭორვილა, საჩხერე, საქართველო40,004 კვ.მ-
მიწის ნაკვეთიეკატერინა ხვედელიძე6 ივნისი 2023 წელისოფელი ჭორვილა, საჩხერე, საქართველო2,545 კვ.მ-
მიწის ნაკვეთიეკატერინა ხვედელიძე6 ივნისი 2023 წელისოფელი ჭორვილა, საჩხერე, საქართველო19,116 კვ.მ-
მიწის ნაკვეთიეკატერინა ხვედელიძე6 ივნისი 2023 წელისოფელი ჭორვილა, საჩხერე, საქართველო11,108 კვ.მ-
მიწის ნაკვეთიეკატერინა ხვედელიძე6 ივნისი 2023 წელისოფელი ჭორვილა, საჩხერე, საქართველო2,560 კვ.მ-
მიწის ნაკვეთიეკატერინა ხვედელიძე17 ივლისი 2000 წელისოფელი საგურამო, მცხეთა, საქართველო5,500 კვ.მ-
ფართიეკატერინა ხვედელიძე, ირმა ხვედელიძე14 დეკემბერი 2011 წელითბილისი, საქართველო116 კვ.მ-
მიწის ნაკვეთიეკატერინა ხვედელიძე17 ნოემბერი 2023 წელისოფელი ჭორვილა, საჩხერე, საქართველო271 კვ.მ-
მიწის ნაკვეთიეკატერინა ხვედელიძე7 დეკემბერი 2007 წელისოფელი საირხე, საჩხერე, საქართველო1,601 კვ.მ-
მიწის ნაკვეთი ეკატერინა ხვედელიძე12 დეკემბერი 2007 წელისოფელი საირხე, საჩხერე, საქართველო4,082 კვ.მ-
მიწის ნაკვეთიეკატერინა ხვედელიძე7 დეკემბერი 2007 წელისოფელი ჭორვილა, საჩხერე, საქართველო3, 929 კვ.მ, 2 ნაგებობა საერთო ფართით- 261.5 კვ.მ-
მიწის ნაკვეთიეკატერინა ხვედელიძე (2024 წლის გაზაფხულის მდგომარეობით)ოდენცოვის რაიონი, მოსკოვი, რუსეთი6,700 კვ.მ-
მიწის ნაკვეთიეკატერინა ხვედელიძე (2024 წლის გაზაფხულის მდგომარეობით)ოდენცოვის რაიონი, მოსკოვი, რუსეთი4,347 კვ.მ-
მიწის ნაკვეთიეკატერინა ხვედელიძე (2024 წლის გაზაფხულის მდგომარეობით)ოდენცოვის რაიონი, მოსკოვი, რუსეთი1,060 კვ.მ-
მიწის ნაკვეთიეკატერინა ხვედელიძე (2024 წლის გაზაფხულის მდგომარეობით)ოდენცოვის რაიონი მოსკოვი, რუსეთი4,500 კვ.მ-
მიწის ნაკვეთიეკატერინა ხვედელიძე (2024 წლის გაზაფხულის მდგომარეობით)ოდენცოვის რაიონი მოსკოვი, რუსეთი2,070 კვ.მ-
მიწის ნაკვეთიეკატერინა ხვედელიძე (2024 წლის გაზაფხულის მდგომარეობით)ოდენცოვის რაიონი მოსკოვი, რუსეთი7,000 კვ.მ-
სახლიეკატერინა ხვედელიძე (2024 წლის გაზაფხულის მდგომარეობით)მოსკოვი, რუსეთი614 კვ.მ-
სახლიეკატერინა ხვედელიძე (2024 წლის გაზაფხულის მდგომარეობით)ოდენცოვის რაიონი, მოსკოვი, რუსეთი795.60 კვ.მ-