ᲡᲝᲖᲐᲠ ᲡᲣᲑᲐᲠᲘ

პარლამენტის წევრი
დაბადების თარიღი:
20 დეკემბერი 1964 წელი

სოზარ სუბარი 2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. საკანონმდებლო ორგანოში ის “ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატად შევიდა, თუმცა, 2022 წლის 28 ივნისს მან და უმრავლესობის კიდევ 2-მა დეპუტატმა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” დატოვა და 2 აგვისტოს მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს. 2024 წლის აპრილში “ხალხის ძალა” პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა, რომლის თავმჯდომარედაც სოზარ სუბარი აირჩიეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” და “ხალხის ძალა” საერთო სიით მონაწილეობენ.

სოზარ სუბარი პარლამენტის წევრი თავდაპირველად 2012 წელს გახდა, “ქართული ოცნების” პარტიული სიით. თუმცა, მალევე დატოვა პარლამენტი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. 2013-2018 წლებში იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. 2018-20 წლებში კი - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში.

ოჯახი

ცოლი: თამარ ყუბანეიშვილი. ამჟამად უმუშევარია. მუშაობდა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელში ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის პროდიუსერად; 2015-16 წლებში ტელეკომპანია GDS-ში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის საკუთრებაში იყო.

შვილები: ნინი, ლუკა, მათე სუბარები.

ᲓᲔᲙᲚᲐᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲗᲐᲜᲮᲐ

მფლობელიაღწერათანხა
სოზარ სუბარიანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს₾51,030
სოზარ სუბარითანხა საბანკო ანგარიშებზე (დეკლარაციის შევსების მომენტისთვის)₾2,490

გვერდი სოციალურ ქსელებში: Facebook
ელ. ფოსტა: [email protected]

ᲥᲝᲜᲔᲑᲐ

უძრავი ქონება
სხვა ქონება
სამეწარმეო საქმიანობა
სესხები
სხვა ხარჯები
სახეობამფლობელობარეგისტრაციის თარიღიგადახდილი თანხამდებარეობაფართობიდეკლარირებული
მიწის ნაკვეთი სახლითთამარ ყუბანეიშვილი18 ნოემბერი 2009 წელი₾9,000დმანისის მუნიციპალიტეტი, საქართველომიწის ნაკვეთი - 2,497 კვ.მ, საცხოვრებელი სახლი - 139 კვ.მ
ბინათამარ ყუბანეიშვილი21 თებერვალი 2013 წელი$192,000ქალაქი თბილისი, საქართველო188 კვ.მ