ᲛᲐᲛᲣᲙᲐ ᲛᲓᲘᲜᲐᲠᲐᲫᲔ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
დაბადების თარიღი:
24 ნოემბერი 1978 წელი

მამუკა მდინარაძე 2020 წელს გახდა X მოწვევის პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” პარტიული სიით. 2024 წლის 21 თებერვალს კი - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს. ამ პოზიციაზე ის 2019-20 წლებშიც მუშაობდა - IX მოწვევის პარლამენტში, რომლის წევრიც 2016 წელს გახდა, როგორც “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი საბურთალოს #4 ოლქში. პარლამენტის წევრობამდე ის კერძო იურიდიულ-საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.

ოჯახი

მეუღლე: ნათია კუნჭულია. მუშაობს თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

შვილები: გურამ და კატო მდინარაძეები.

სხვა არადეკლარირებული ქონება

ტვ “პირველის” გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის” სიუჟეტის მიხედვით, მამუკა მდინარაძის სიმამრის - გულივერ კუნჭულიას სახელზეა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და 2 მშენებარე სახლი აუზით საგურამოში. გადაცემაში აღნიშნულია, რომ კუნჭულიას სახელზე რეგისტრირებული ქონებების რეალური მფლობელი შესაძლოა იყოს მამუკა მდინარაძე, ვინაიდან უძრავი ქონების ნაწილი კუნჭულიამ სწორედ მას შემდეგ შეისყიდა, რაც მამუკა მდინარაძე პარლამენტის წევრი გახდა.

ასევე, ტვ “პირველის” გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის” კიდევ ერთი სიუჟეტის მიხედვით, მამუკა მდინარაძეს თანასაკუთრებაა მიწის ნაკვეთები და სახლი თერჯოლის სოფელ ღვანკითში, რაც დეპუტატს დეკლარირებული არ აქვს. თავად მდინარაძის განმარტებით, ღვანკითში მითითებული მიწები საკარმიდამო ნაკვეთებია, რომლის თანამესაკუთრეცაა. სახლის მშენებლობისთვის სესხის თანხები კი მითითებული აქვს წინა წლების დეკლარაციებში.

ᲓᲔᲙᲚᲐᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲗᲐᲜᲮᲐ

მფლობელიაღწერათანხა
მამუკა მდინარაძეანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს₾53,450
ნათია კუნჭულიაანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს₾62,945
ნათია კუნჭულიაუძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი$94,000
მამუკა მდინარაძეთანხა საბანკო ანგარიშებზე დეკლარაციის შევსების დროს₾6,080
მამუკა მდინარაძეთანხა საბანკო ანგარიშებზე დეკლარაციის შევსების დროს$412
ნათია კუნჭულიათანხა საბანკო ანგარიშებზე დეკლარაციის შევსების დროს$2,317

გვერდი სოციალურ ქსელებში: Facebook

ᲥᲝᲜᲔᲑᲐ

უძრავი ქონება
სხვა ქონება
სამეწარმეო საქმიანობა
სესხები
სხვა ხარჯები
სახეობამფლობელობარეგისტრაციის თარიღიგადახდილი თანხამდებარეობაფართობიდეკლარირებული
ბინანათია კუნჭულია6 ივლისი 2007 წელი₾170,000ქალაქი თბილისი, საქართველო`119 კვ.მ
მიწის ნაკვეთინათია კუნჭულია7 დეკემბერი 2021 წელი₾9,600რაიონი თიანეთი, საქართველო 1,509 კვ.მ
მიწის ნაკვეთინათია კუნჭულია25 იანვარი 2022 წელი₾6,000რაიონი თიანეთი, საქართველო1,000 კვ.მ
მიწის ნაკვეთიმამუკა მდინარაძე, ალექსი მდინარაძე, დარეჯან ჯაფარიძე, დუტული მდინარაძე2 აგვისტო, 2022 წელიღვანკითი, თერჯოლა, საქართველო815 კვ.მ
მიწის ნაკვეთიმამუკა მდინარაძე, ალექსი მდინარაძე, დარეჯან ჯაფარიძე, დუტული მდინარაძე3 აგვისტო, 2022 წელიღვანკითი, თერჯოლა, საქართველო1,049 კვ.მ
მიწის ნაკვეთიმამუკა მდინარაძე, ალექსი მდინარაძე, დარეჯან ჯაფარიძე, დუტული მდინარაძე4 აგვისტო, 2022 წელიღვანკითი, თერჯოლა, საქართველო1,914 კვ.მ
მიწის ნაკვეთიმამუკა მდინარაძე, ალექსი მდინარაძე, დარეჯან ჯაფარიძე, დუტული მდინარაძე3 აგვისტო, 2022 წელიღვანკითი, თერჯოლა, საქართველო3,131 კვ.მ