ᲓᲘᲛᲘᲢᲠᲘ ᲡᲐᲛᲮᲐᲠᲐᲫᲔ

პარლამენტის წევრი
დაბადების თარიღი:
16 მაისი 1981 წელი

დიმიტრი სამხარაძე პირველად 2016 წელს, მეორედ კი 2020 წელს გახდა გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიით. 2015-2016 წლებში მუშაობდა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრში. სამხარაძემ 2016 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის აკადემიის საერთაშორისო ინსტიტუტი პერსონალის მართვის სპეციალობით. 2012-2015 წლებში მუშაობდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მანამდე კი სხვადასხვა კომპანიაში მენეჯერულ თანამდებობას იკავებდა.

ოჯახი

ცოლი: დოდო მედვედსკაია 2015-2018 წლებში შპს თბილისი ენერჯიში (ყოფილი ყაზტრანსგაზ-თბილისი) მუშაობდა.

შვილები: გიორგი, ალექსანდრე და ქეთევან სამხარაძეები.

მედიაში

დიმიტრი სამხარაძის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა, სადაც საუბარია დიმიტრი სამხარაძის რუსულ კავშირებსა და მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესაძლო გაყალბებაზე. ცოტა ხნის წინ კი სტუდია მონიტორმა მოამზადა ჟურნალისტური გამოძიება, თუ როგორ იმართება პარტიული აქტივის დასაქმების სქემა რეგიონებში და რა კავშირი აქვს “ქართული ოცნების” აგრესიული ჯგუფებს დიმიტრი სამხარაძესთან.

ᲓᲔᲙᲚᲐᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲗᲐᲜᲮᲐ

მფლობელიაღწერათანხა
დიმიტრი სამხარაძეანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2022 წელს₾48,471

ᲥᲝᲜᲔᲑᲐ

უძრავი ქონება
სხვა ქონება
სამეწარმეო საქმიანობა
სესხები
სხვა ხარჯები
სახეობამფლობელობარეგისტრაციის თარიღიგადახდილი თანხამდებარეობაფართობიდეკლარირებული
ავტოფარეხიდოდო მედვედსკაია27 იანვარი 2017 წელიქალაქი თბილისი, საქართველო18 კვ.მ.
ავტოფარეხიდოდო მედვედსკაია27 იანვარი 2017 წელიქალაქი თბილისი, საქართველო18 კვ.მ.
ბინადოდო მედვედსკაია27 იანვარი 2017 წელი$72,000ქალაქი თბილისი, საქართველო`112 კვ.მ.