გიორგი კახიანი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია, 2004 წლამდე იგი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე იყო, შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოში, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში მთავარი მრჩეველის პოზიციაზე გადაინაცვლა. სხვადასხვა პერიოდში ასწავლიდა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2013 წლიდან იგი პარლამენტის წევრია “ქართული ოცნების” სიით. გიორგი კახიანი ზურაბ აბაშიძის სიძეა, რომელიც 2012-2024 (მარტი) წლებში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი იყო.
მეუღლე: თამარ აბაშიძე
შვილები: ზურაბი, ილია, ირაკლი კახიანები
2022 წლის სექტემბერში “ნოდარ მელაძის შაბათმა” მოამზადა სიუჟეტი იმაზე, თუ როგორ ინაწილებენ საჯარო სამსახურებს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები. სიუჟეტში საუბარია გიორგი კახიანის ძმაზე, იმედა კახიანზე, რომელიც შპს “საქართველოს გაზსაცავის კომპანიის” დირექტორია.
გაზსაცავის მშენებლობა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება იყო, რომელიც 2014 წელს დაანონსდა, ამისათვის გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (KFW) 150 მლნ ევროს ღირებულების საკრედიტო შეთანხმებაც გაფორმდა. თუმცა, გაზსაცავი დღემდე არ აშენებულა, ამჟამად მზადაა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რაშიც 30 მლნ ევრო დაიხარჯა. პროექტისთვის გამოყფოილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი კი კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებებს მოხმარდა, სწორედ ამიტომ გაზსაცავის მშენებლობა რამდენიმე წლით გადავადდა.
მფლობელი | აღწერა | თანხა |
---|---|---|
გიორგი კახიანი | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს | ₾60,848 |
გიორგი კახიანი | შემოსავალი ბიზნესიდან (შპს “ბეღელი”) | ₾52,713 |
გიორგი კახიანი | იჯარა | $25,008 |
გიორგი კახიანი | იჯარა | ₾25,920 |
თამარ აბაშიძე | იჯარა | $41,100 |
გიორგი კახიანი | ნაღდი ფული | $18,000 |
თამარ აბაშიძე | ნაღდი ფული | $7,000 |
გიორგი კახიანი | თანხა საბანკო ანგარიშზე | ₾2,480 |
გიორგი კახიანი | თანხა საბანკო ანგარიშზე | $33,595 |
გიორგი კახიანი | თანხა საბანკო ანგარიშზე | €321 |
თამარ აბაშიძე | თანხა საბანკო ანგარიშზე | ₾1,574 |
გვერდი სოციალურ ქსელებში: Facebook
სახეობა | მფლობელობა | რეგისტრაციის თარიღი | გადახდილი თანხა | მდებარეობა | ფართობი | დეკლარირებული |
---|---|---|---|---|---|---|
მშენებარე ბინა (საჩუქარი) | თამარ აბაშიძე | 1 მარტი 2007 წელი | ქალაქი თბილისი, საქართველო | 88 კვ.მ | ✓ | |
მიწის ნაკვეთი | თამარ აბაშიძე | 29 მაისი 2017 წელი | ₾84,000 | ქალაქი თბილისი, საქართველო | 611 კვ.მ | ✓ |
ბინა (საჩუქარი) | თამარ აბაშიძე | 29 აპრილი 2009 წელი | ქალაქი თბილისი, საქართველო | 43 კვ.მ | ✓ | |
ბინა (საჩუქარი) | თამარ აბაშიძე | 12 მარტი 2008 წელი | ქალაქი თბილისი, საქართველო | 143 კვ.მ | ✓ | |
არასაცხოვრებელი ფართი | თამარ აბაშიძე, ვახტანგ აბაშიძე, ირინე აბაშიძე | 30 აგვისტო 2004 წელი | ₾25,000 | ქალაქი თბილისი, საქართველო | 52 კვ.მ | ✓ |
მიწის ნაკვეთი (საჩუქარი) | გიორგი კახიანი | 6 მარტი 2019 წელი | ქალაქი მცხეთა | 835 კვ.მ | ✓ | |
კომერციული ფართი (საჩუქარი) | გიორგი კახიანი | 20 მარტი 2013 წელი | ქალაქი მცხეთა | 99 კვ.მ | ✓ | |
კომერციული ფართი (საჩუქარი) | გიორგი კახიანი | 20 მარტი 2013 წელი | ქალაქი მცხეთა | 106 კვ.მ | ✓ | |
კომერციული ფართი (საჩუქარი) | გიორგი კახიანი | 20 მარტი 2013 წელი | ქალაქი მცხეთა | 29 კვ.მ | ✓ | |
ბინა (საჩუქარი) | გიორგი კახიანი | 18 ნოემბერი 2009 წელი | ქალაქი მცხეთა | 212 კვ.მ | ✓ | |
მიწის ნაკვეთი (საჩუქარი) | გიორგი კახიანი | 2016 წელი | ქალაქი მცხეთა | 2,673 კვ.მ | ✓ |