არჩილ თალაკვაძე პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. 2019-21 წლებში იყო პარლამენტის თავმჯდომარე, 2021 წლის 29 აპრილიდან დღემდე კი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა. პარლამენტის წევრობამდე, 2014-16 წლებში შს მინისტრის მოადგილე იყო. 2012-14 წლებში კი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე.
ცოლი: ქეთევან ბუბუტეიშვილი. არჩილ თალაკვაძის ბოლო, 2023 წელს გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, ბუბუტეიშვილი სს “სარაჯიშვილში” მუშაობდა საინვესტიციო პროექტების მართვის სამსახურის უფროსად. მანამდე, ის წლების მანძილზე საჯარო სამსახურში მუშაობდა. 2021 წლის ნოემბრამდე იყო ფინანსთა სამინისტროს პიარ-კომუნიკაციების სპეციალისტი. “თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტურ გამოძიებაში “ნეპოტიზმი თუ საჯარო სამსახურის მოკრძალებული ხიბლი” დასახელებულია ფაქტები, თუ როგორ დასაქმდნენ ან დაწინაურდნენ საჯარო სამსახურში თანამდებობის პირების ოჯახის წევრები, მათ შორის, საუბარია არჩილ თალაკვაძის ცოლზეც.
შვილები: ელე და ანა ბეატრის თალაკვაძეები.
არჩილ თალაკვაძისა და მისი ცოლის საკუთრებაში არც ერთი უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ქეთევან ბუბუტეიშვილმა მშენებარე პროექტში 2021 წელს გააფორმა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაა 219,669 აშშ დოლარი.
მფლობელი | აღწერა | თანხა |
---|---|---|
არჩილ თალაკვაძე | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2022 წელს: | ₾61,168 |
ქეთევან ბუბუტეიშვილი | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2022 წელს: | ₾120,000 |
არჩილ თალაკვაძე | თანხა საბანკო ანგარიშებზე(დეკლარაციის შევსების მომენტისთვის) | ₾7,947 |
სახეობა | მფლობელობა | რეგისტრაციის თარიღი | გადახდილი თანხა | მდებარეობა | ფართობი | დეკლარირებული |
---|
"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ Საქართველოს კანონის მიხედვით, თანამდებობის პირმა დეკლარაციაში უნდა მიუთითოს ნებისმიერი ხარჯი [გასავალი], რომლის ოდენობა 5,000 ლარს აღემატება [2019 წლამდე - 1,500 ლარი]. ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს გაერკვიათ, აღემატება თუ არა არჩილ თალაკვაძისა და მისი ოჯახის წევრების მოზგაურობის ხარჯები 5,000 ლარს, თუმცა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოები ადასტურებს, რომ ისინი ბევრს მოგზაურობენ უცხოეთში. ქეთევან ბუბუტეიშვილის ინსტაგრამ და ფეისბუკ გვერდების მიხედვით, ის ბევრს მოგზაურობს, თუმცა არჩილ თალაკვაძის დეკლარაციებში სამოგზაურო ხარჯები მითითებული არ არის"