ირაკლი კობახიძე 2024 წლის 8 თებერვალს დაამტკიცა პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად. მანამდე, 2016-24 წლებში ის IX და X მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2016-19 წლებში კი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 2021 წელს ირაკლი კობახიძე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდა, 2024 წლიდან კი ამავე პარტიის პოლიტიკური მდივნის პოზიციაზე გადაინაცვლა. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ცოლი: ნატალია მოწონელიძე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2019-23 წლებში მუშაობდა სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოში ჯერ თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო შემდეგ - თავმჯდომარედ.
შვილები: გიორგი და ნიკო კობახიძეები.
ირაკლი კობახიძემ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” 2016 წელს 50,000 ლარი შეწირა, 2018 წელს კი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს - 10,000 ლარი.
2019 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ ირაკლი კობახიძე დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევის გამო გააფრთხილა.
მფლობელი | აღწერა | თანხა |
---|---|---|
ირაკლი კობახიძე | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს | ₾75,157 |
ნატალია მოწონელიძე | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს | ₾99,326 |
ირაკლი კობახიძე | თანხა საბანკო ანგარიშებზე | $49,500 |
ირაკლი კობახიძე | თანხა საბანკო ანგარიშებზე | ₾7,957 |
ირაკლი კობახიძე | თანხა საბანკო ანგარიშებზე (კრედიტი) | ₾4,114 |
ნატალია მოწონელიძე | თანხა საბანკო ანგარიშებზე | ₾5,384 |
სახეობა | მფლობელობა | რეგისტრაციის თარიღი | გადახდილი თანხა | მდებარეობა | ფართობი | დეკლარირებული |
---|---|---|---|---|---|---|
ბინა (მჩუქებელი: გიორგი კობახიძე, მამა) | ირაკლი კობახიძე | 5 სექტემბერი 2016 წელი | ქალაქი თბილისი, საქართველო | 157,8 კვ.მ | ✓ | |
ავტოფარეხი (მჩუქებელი: გიორგი კობახიძე, მამა) | ირაკლი კობახიძე | 5 სექტემბერი 2016 წელი | ქალაქი თბილისი, საქართველო | 20 კვ.მ | ✓ |