გოჩა ენუქრიძე 2008 წლამდე კერძო ბიზნესში მუშაობდა, 2008 წელს მე-7 მოწვევის პარლამენტში შევიდა როგორც ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი, წარმოადგენდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ენუქიძე იმავე პარტიის სახელით ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა მე-8 მოწვევის პარლამენტშიც, 2012 წელს. მან, სხვა დეპუტატებთან ერთად, 2012 წელს დატოვა ენმ და 2014 წელს ჩამოაყალიბა ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები-ძლიერი რეგიონებისთვის“, აღნიშნული ფრაქცია კი შეუერთდა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას.
მას შემდეგ ენუქიძე გახდა როგორც მე-9, ისე მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, სადაც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. მართალია, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდა, თუმცა მმართველმა პარტიამ 2024 წლის არჩევენბზე გოჩა ენუქიძე რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთის დელეგატად წარადგინა.
ცოლი: დეა მელაძე (როგორც მისმა ცოლმა საჯაროდ აღნიშნა, ისინი წლების წინ განქორწინდნენ. განქორწინების რეგისტრაციამდე, დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად ხდება მეუღლის გრაფაში მისი მითითება).
შვილები: თინათინ და გიორგი ენუქიძეები.
„აი ფაქტის“ გავრცელებული ინფორმაციით, გოჩა ენუქიძის კომპანია წლების განმავლობაში ეწეოდა რუსეთიდან საავტომობილო საწვავის იმპორტს, რომელსაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტები ყიდულობდნენ.
გოჩა ენუქიძის სახელი მაღალი დონის კორუფციას დაუკავშირა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და აღნიშნა, რომ მისი კუთვნილი ერთი სასტუმროდან მეორე, ახალაშენებულ სასტუმრო კოტეჯებამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 290,000 ლარი გამოყო. ამ მონაკვეთზე არსებული გზის გასწვრივ არავინ ცხოვრობს და მას ოფიციალურად ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სტატუსიც კი არ აქვს. ენუქიძის შეუსრულებელ ვალდებულებებსა და ხელისუფლებისგან მიღებულ პრივილეგიებზე ჟურნალისტური გამოძიება 2020 წელს მოამზადა სტუდია მონიტორმაც.
მფლობელი | აღწერა | თანხა |
---|---|---|
გოჩა ენუქიძე | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს | ₾45,350 |
გოჩა ენუქიძე | თანხა საბანკო ანგარიშებზე (დეკლარაციის შევსების მომენტისთვის) | ₾525,507 |
გოჩა ენუქიძე | თანხა საბანკო ანგარიშებზე (დეკლარაციის შევსების მომენტისთვის) | €458 |
გოჩა ენუქიძე | გალტ ენდ თაგართი (საბროკერო ანაგრიში) | $52,978 |
დეა მელაძე | გალტ ენდ თაგართი | ₾3,604 |
დეა მელაძე | გალტ ენდ თაგართი | €157 |
გოჩა ენუქიძე | კაპიტალის მოძრაობა | ₾806,700 |
გოჩა ენუქიძე | ფასიანი ქაღალდების/აქციების გაყიდვა | $391,544 |
გოჩა ენუქიძე | გაცემული სესხიდან დაბრუნებული თანხა | ₾330,000 |
სახეობა | მფლობელობა | რეგისტრაციის თარიღი | გადახდილი თანხა | მდებარეობა | ფართობი | დეკლარირებული |
---|---|---|---|---|---|---|
მიწის ნაკვეთი | გოჩა ენუქიძე | 15 ოქტომბერი 2018 წელი | თბილისი, საქართველო | 1,000 კვ.მ მიწა, 643 კვ.მ. შენობა-ნაგებობებით | ✓ | |
ავტოფარეხი | გოჩა ენუქიძე | 14 ნოემბერი 2014 წელი | ₾17,542 | თბილისი, საქართველო | 22,6 კვ.მ | ✓ |
ბინა | გოჩა ენუქიძე | 19 დეკემბერი 2016 წელი | ₾160,000 | თბილისი, საქართველო | 65,8 კვ.მ | ✓ |
ავტოფარეხი | გოჩა ენუქიძე | 14 ნოემბერი 2014 წელი | ₾35,084 | თბილისი, საქართველო | 43 კვ.მ | ✓ |
მიწის ნაკვეთი | გოჩა ენუქიძე | 15 ოქტომბერი 2018 წელი | თბილისი, საქართველო | 169 კვ.მ მიწა, 136.65 კვ.მ შენობა-ნაგებობით | ✓ | |
ბინა | გოჩა ენუქიძე | 30 ივლისი 2002 წელი | ₾27,600 ლარი(საფასური მოიცავს ავტოფარეხის თანხასაც) | 345 კვ.მ | ✓ | |
ავტოფარეხი/ფართი ცოკოლის სართულზე | გოჩა ენუქიძე | 30 ივლისი 2002 წელი | თბილისი, საქართველო | 20 კვ.მ | ✓ | |
ბინა | გოჩა ენუქიძე | 16 ნოემბერი 2011 წელი | ₾18,600 | თბილისი, საქართველო | 69,83 კვ.მ | ✓ |
მიწის ნაკვეთი | გოჩა ენუქიძე | 17 მაისი 2007 წელი | ₾10,485 | თბილისი, საქართველო | 1,018 კვ.მ | ✓ |
მიწის ნაკვეთი | გოჩა ენუქიძე | 07 დეკემბერი 2021 წელი | ₾125,000 | თბილისი, საქართველო | 2,883 კვ.მ მიწა, 346 კვ.მ შენობა-ნაგებობა | ✓ |
მიწის ნაკვეთი | გოჩა ენუქიძე | 12 ოქტომბერი 2023 წელი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი კვირიკეწმინდა | 4,576 კვ.მ | ✓ | |
მიწის ნაკვეთი | დეა მელაძე | 15 თებერვალი 2021 წელი | ₾23,563 | მცხეთა, საგურამო | 4,143 კვ.მ | ✓ |
მიწის ნაკვეთი | დეა მელაძე | 23 დეკემბერი 2009 წელი | მცხეთა, საგურამო | 534 კვ.მ | ✓ | |
მიწის ნაკვეთი | დეა მელაძე | 11 ივნისი 2020 წელი | ₾6,000 | მცხეთა, საგურამო | 3,491 კვ.მ | ✓ |