2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა ე.წ. “რუსული კანონი” მიიღო. რატი ბრეგაძე კი სწორედ ის მინისტრია, რომელსაც ამ კანონის აღსრულება დაევალა. რატი ბრეგაძე საჯარო მოხელე 2012 წლიდან გახდა, როცა სიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” უფროსად დაინიშნა. შემდეგ წლებში იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე და 2021 წლიდან იკავებს იუსტიციის მინისტრის პოსტს.
დეკლარაციის მიხედვით, რატი ბრეგაძე უძრავ ქონებას არ ფლობს. ნახსენები აქვს ბინა თბილისში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის N9-ში, რომელსაც სანახევროდ მისი შვილები ფლობენ. შვილებს კი ბინა ბებიამ, რატი ბრეგაძის დედამ, მანანა კრავეიშვილმა აჩუქა. დეკლარაციის მიხედვით, ილია და გეგა ბრეგაძის ამ საჩუქრის ღირებულება 100,000 - 100,000 დოლარია.
მფლობელი | აღწერა | თანხა |
---|---|---|
რატი ბრეგაძე | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს | ₾73,034 |
რატი ბრეგაძე | თანხა ბანკის ანგარიშებზე | ₾14,851 |
სახეობა | მფლობელობა | რეგისტრაციის თარიღი | გადახდილი თანხა | მდებარეობა | ფართობი | დეკლარირებული |
---|