ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲩᲘᲥᲝᲕᲐᲜᲘ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი
დაბადების თარიღი:
28 აგვისტო 1980 წელი

2024 წლის 9 თებერვლიდან ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერია. მანამდე, 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2021 წლის დეკემბრიდან “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრიცაა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როგორც “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარული ოლქის არჩევნებში. მეათე მოწვევის პარლამენტში ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი იყო, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციების ხელმძღვანელი. 2018-2020 წლებში ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტრატეგიული კომუნიკაციების მრჩეველის პოზიციას იკავებდა, შემდგომ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მრჩეველი გახდა. 2011-2014 წლებში ჩიქოვანი “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო. ირაკლი ჩიქოვანი პირველად საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტში 2012 წელს “ქართული ოცნების” პარტიული სიით მოხვდა. მერვე მოწვევის პარლამენტში ის ფრაქციის თავმჯდომარე და საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრიც იყო.

ოჯახი

ცოლი: დიანა ჟღენტი

შვილები: მარიამ ჩიქოვანი, ნიკოლოზ ჩიქოვანი.

ᲓᲔᲙᲚᲐᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲗᲐᲜᲮᲐ

მფლობელიაღწერათანხა
ირაკლი ჩიქოვანიანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს₾47,630
დიანა ჟღენტიანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს$2,114
დიანა ჟღენტიანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს€41,210
დიანა ჟღენტიანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს₾8,632
ირაკლი ჩიქოვანინაღდი ფული₾28,000
დიანა ჟღენტინაღდი ფული$7,000
ირაკლი ჩიქოვანითანხა საბანკო ანგარიშებზე₾5,724
ირაკლი ჩიქოვანითანხა საბანკო ანგარიშებზე€364
დიანა ჟღენტითანხა საბანკო ანგარიშებზე€456

ᲥᲝᲜᲔᲑᲐ

უძრავი ქონება
სხვა ქონება
სამეწარმეო საქმიანობა
სესხები
სხვა ხარჯები
სახეობამფლობელობარეგისტრაციის თარიღიგადახდილი თანხამდებარეობაფართობიდეკლარირებული
აგარაკი (საჩუქარი)დიანა ჟღენტი9 ივნისი 2006 წელიმცხეთა, საქართველო600 კვ.მ
მიწის ნაკვეთი (მემკვიდრეობა)დიანა ჟღენტი21 ივნისი 2013 წელიმცხეთა, საქართველო158 კვ.მ
ბინაირაკლი ჩიქოვანი21 ივნისი 2014 წელი$130,000ქალაქი თბილისი, საქართველო217 კვ.მ
ავტოფარეხიირაკლი ჩიქოვანი16 თებერვალი 2015 წელი$4,000ქალაქი თბილისი, საქართველო15.1 კვ.მ