ირაკლი ღარიბაშვილმა კარიერა 2001-2002 წლებში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სტაჟიორად მუშაობით დაიწყო. მოგვიანებით, ის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაში დასაქმდა 2004 წელს, 2005-2012 წლებში კი ივანიშვილთან დაკავშირებულ ფონდ „ქართუს“ გენერალურ დირექტორად და გამგეობის თავმჯდომარედ მუშაობდა. ის 2007-2012 წლებში ასევე იყო სს „ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2012 წლის თებერვალში კი გახდა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი/წევრი და სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი.
2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ღარიბაშვილს ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის, 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ჩათვლით კი პრემიერმინისტრის პოსტიც ეკავა. აღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან 4 წელში, 2019 წელს, ის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, 2021 წელს კი მეორედ გახდა პრემიერმინისტრი. აღნიშნული თანამდებობა მან 2024 წლის იანვარში დატოვა. ღარიბაშვილს 2019 წლიდან ასევე ეკავა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის პოზიცია, 2024 წლის 1 თებერვლიდან კი პარტიის თავმჯდომარეც გახდა.
ცოლი: ნუნუ თამაზაშვილი
შვილები: ნიკოლოზ, ანდრია, გაბრიელ და ნინო ღარიბაშვილები.
2023 წელს “ნოდარ მელაძის შაბათმა” გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც საუბარია, თუ როგორ იფრინა მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახმა სამთავრობო თვითმფრინავით, თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით. მოგვიანებით, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, მიუთითა, რომ ამ თბილისი-მიუნხენი-თბილისის ავიარეისის შესრულებისთვის მისმა მშობელმა 109,500 ლარი გადაიხადა.
2020 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ძირადღირებულ მაჯის საათებზე, რომელიც დეკლარაციაში ასახული არაა, ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა “რადიო თავისუფლებამ.”
მფლობელი | აღწერა | თანხა |
---|---|---|
ირაკლი ღარიბაშვილი | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს | ₾45,104 |
ირაკლი ღარიბაშვილი | მშობლების საჩუქარი | ₾150,000 |
ირაკლი ღარიბაშვილი | ნაღდი ფული დეკლარაციის შევსების დროს | ₾40,000 |
ირაკლი ღარიბაშვილი | თანხა საბანკო ანგარიშებზე | ₾3,000 |
ირაკლი ღარიბაშვილი | თანხა საბანკო ანგარიშებზე | $8,138 |
ირაკლი ღარიბაშვილი | თანხა საბანკო ანგარიშებზე | €5,000 |
ნუნუ თამაზაშვილი | თანხა საკრედიტო ანგარიშზე | ₾89,268 |
სახეობა | მფლობელობა | რეგისტრაციის თარიღი | გადახდილი თანხა | მდებარეობა | ფართობი | დეკლარირებული |
---|---|---|---|---|---|---|
მიწის ნაკვეთი | ნუნუ თამაზაშვილი | 25 ნოემბერი 2022 წელი | $76,500 | ბორჯომი, დაბა ბაკურიანი | 1,530 კვ.მ | ✓ |
ავტოფარეხი | ირაკლი ღარიბაშვილი | 10 ივნისი 2009 წელი | ₾10,000 | თბილისი, საქართველო | 16 კვ.მ | ✓ |
არასაცხოვრებელი ფართი | ირაკლი ღარიბაშვილი | 11 მაისი 2011 წელი | ₾6,700 | თბილისი, საქართველო | 11 კვ.მ | ✓ |
ბინა | ირაკლი ღარიბაშვილი | 10 ივნისი 2009 წელი | ₾100,000 | თბილისი, საქართველო | 121,8 კვ.მ | ✓ |
ბინა | ირაკლი ღარიბაშვილი | 11 მაისი 2011 წელი | ₾185,000 | თბილისი, საქართველო | 159 კვ.მ | ✓ |
ბინა | ირაკლი ღარიბაშვილი | 11 მაისი 2011 წელი | ₾221,000 | თბილისი, საქართველო | 170 კვ.მ (+38 კვ.მ დამხმარე სათავსო) | ✓ |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ Საქართველოს კანონის მიხედვით, თანამდებობის პირმა ქონებრივ დეკლარაციაში უნდა მიუთითოს ნებისმიერი ხარჯი [გასავალი], რომლის ოდენობა, თითოეულ შემთხვევაში, 5,000 ლარს აღემატება [2019 წლამდე - 1,500 ლარი]. ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს გაერკვიათ, აღემატება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილის მიერ, წლის განმავლობაში, ბრენდულ სამოსსა და აქსესუარებში დახარჯული თანხა დასადეკლარირებელი თანხის ოდენობას. თუმცა, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოები ადასტურებს, რომ წყვილს ნამდვილად აქვს ძვირადღირებული ნივთები.