ᲜᲘᲜᲝ ᲬᲘᲚᲝᲡᲐᲜᲘ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
დაბადების თარიღი:
19 თებერვალი 1982 წელი

ნინო წილოსანი პარლამენტის წევრი თავდაპირველად 2016 წელს გახდა, როგორც “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი. 2020 წელს, X მოწვევის პარლამენტში მან “ქართული ოცნების” პარტიული სიით დაიკავა ადგილი. 2021 წლიდან არის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე. 2024 წლის 21 თებერვალს კი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. პარლამენტში დეპუტატად არჩევამდე ნინო წილოსანი მისი ოჯახის კუთვნილ ბიზნეს კომპანიებში იყო დასაქმებული.

ნინო წილოსანის დეპუტატად არჩევის შემდეგ ტრანსფორმაცია განიცადა მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის მსვლელობამ. ნინო წილოსანის მამას - ბადრი წილოსანს [შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი] და ამჟამად უკვე ყოფილი ქმარს - ვლადიმერ აბულაძეს [შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დირექტორი] 2013 წლის მაისში წარუდგინეს ბრალი სახელმწიფოს კუთვნილი 65 მლნ ლარის მითვისება–გაფლანგვის საქმეზე. ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” სტატიის მიხედვით, ამ საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 წელი მოანდობა და საბოლოოდ, 2023 წლის 6 აპრილს გამოიტანა ბრალდებულების გამამართლებელი განაჩენი, რაც 2024 წლის 4 სექტემბერს ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც.

ოჯახი

შვილები: მარიამ, ნიკოლოზ და თემურ აბულაძეები. ბოლო, 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, ნიკოლოზი და თემური აღარ ცხოვრობენ მასთან.

დარღვევები დეკლარაციაში

2019 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ, დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების გამო, ნინო წილოსანი დააჯარიმა.

ᲓᲔᲙᲚᲐᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲗᲐᲜᲮᲐ

მფლობელიაღწერათანხა
ნინო წილოსანიანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს₾53,449
ნინო წილოსანისამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი₾106,434
ნინო წილოსანიშპს “მკურნალი 2002”-ის წილის გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი₾222,046
ნინო წილოსანიმშობლის უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა$83,000
ნინო წილოსანიფართების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავალი₾107,403
ნინო წილოსანიავტომანქანის გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი$26,200
ნინო წილოსანინაღდი ფული დეკლარაციის შევსების დროს₾130,000
ნინო წილოსანინაღდი ფული დეკლარაციის შევსების დროს$183,000
ნინო წილოსანითანხა საბანკო ანგარიშებზე₾5,907
ნინო წილოსანითანხა საბანკო ანგარიშებზე$2,900

ᲥᲝᲜᲔᲑᲐ

უძრავი ქონება
სხვა ქონება
სამეწარმეო საქმიანობა
სესხები
სხვა ხარჯები
სახეობამფლობელობარეგისტრაციის თარიღიგადახდილი თანხამდებარეობაფართობიდეკლარირებული
არასაცხოვრებელი ფართინინო წილოსანი , ლელა მეტრეველი, მაკა რატიანი31 მარტი 2023 წელი₾60,000ქალაქი თბილისი, საქართველო183 კვ.მ
მიწის ნაკვეთინინო წილოსანი24 აგვისტო 2009 წელი₾40,000რაიონი ოზურგეთი, საქართველო409 კვ.მ
არასაცხოვრებელი ფართინინო წილოსანი, ლელა მეტრეველი, მაკა რატიანი4 აგვისტო 2011 წელი₾80,000ქალაქი თბილისი, საქართველო83 კვ.მ
ბინანინო წილოსანი30 ივნისი 2014 წელი₾250,000ქალაქი თბილისი, საქართველო225 კვ.მ

ᲛᲘᲒᲜᲔᲑᲔᲑᲘ ᲡᲝᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲘᲓᲐᲜ


ᲫᲕᲘᲠᲐᲓᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲜᲘᲕᲗᲔᲑᲘ

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ Საქართველოს კანონის მიხედვით, თანამდებობის პირმა დეკლარაციაში უნდა მიუთითოს ნებისმიერი ხარჯი [გასავალი], რომლის ოდენობა 5,000 ლარს აღემატება [2019 წლამდე - 1,500 ლარი]. ნინო წილოსანის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, ის ატარებს ძვირადღირებულ საათს, რომელიც მის დეკლარაციაში ასახული არ არის. იმ შემთხვევაშიც კი თუკი ეს საჩუქარი იქნებოდა, თანამდებობის პირს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონი ავალდებულებს, რომ მიუთითოს ყოველგვარი საჩუქარი, რომლის ღირებულებაც 500 ლარს აღემატება.